პატარა მასწავლებლები
პროექტის გეგმა
მასწავლებელის სახელი და გვარი: თამარი კეკელია ინგლისური ენის მასწავლებელი
სკოლა: მეთექსვმეტე საჯარო სკოლა
კლასი: მესამე
თემის დასახელება ჩემი საყვარელი წელიწადის დრო
თემის შინაარსი: მოსწავლეები ინგლისურ ენაზე შეისწავლიან სეზონებს,სეზონების შემადგენელ თვეებსა და მახასიათებლებს,
განხორციელების დროის ჩარჩო : 5 გაკვეთილი
წინარე ცოდნა( საბაზისო ცოდნა) :მოსწავლეებმა ქართულ ენაზე იციან, თითოეული სეზონი და მათი მახასიათებლები, ფლობენ ინგლისური ენის
საბაზისო ცოდნას მარტივი წინადადებების შედგენას/დამოკიდებულებების გამოხატვას
მოსწავლეები შეისწავლიან სეზონებს- მათ აღწერას
და თვეებს. შეასრულებენ ჩანახატებს
სეზონების მიხედვით , ასევე დაასახელებენ საყვარელ სეზონს და განმარტავენ რატომ უყვართ
აღნიშნული სეზონი
ე.ს.გ-სთან
კავშირი:
მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი) |
||
მისაღწევი
შედეგები |
III
კლასის შეფასების ინდიკატორები |
|
Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება
და გაგება.
|
მოსწავლე: Ø ამოიცნობს სასაუბრო თემას; Ø
ამოიცნობს პერსონაჟებს, მათ
ემოციებსა და რეპლიკებს; Ø
ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას
(პერსონაჟთა გარეგნობას, ობიექტების ნიშან-თვისებებს); Ø
ამოიცნობს საგანთა ადგილმდებარეობას
(მაგ., წინ/უკან/გვერდით; მაღლა/დაბლა; ახლოს/შორს); Ø
ამოიცნობს
მოქმედებათა თანამიმდევრობას. |
|
Iუცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების
გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა. |
მოსწავლე: Ø ზეპირად
გაითამაშებს დიალოგებს, სცენებს; Ø ზეპირად
კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ენის
გასატეხებს, ასრულებს სიმღერებს; Ø
ტექსტების შინაარსს ადეკვატურად
უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას. |
|
Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო
საუბარი. |
მოსწავლე: Ø პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო
სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., დაასრულე? დიახ/არა); Ø პასუხობს კითხვებს ნასწავლ თემატიკაზე; Ø აღწერს სურათს. |
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების აქტივობების
შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე: Ø ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას, არავერბალურ ელემენტებზე
(მაგ., ხმის ტემბრზე, სხვადასხვა ტიპის ხმაურზე, ინტონაციაზე, მიმიკა-ჟესტიკულაციაზე) დაყრდნობით ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების
დამოუკიდებლად ამოცნობას. |
|
რეკომენდაციები |
||
აქტივობები
შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის
ტექსტებს: ა)
სასწავლო მიზნებით შედგენილი მოსასმენი ტექსტები, რომლებსაც ილუსტრაციებიც
ახლავს: თემატური დიალოგები/მონოლოგები,
მარტივი ამბავი, ინსტრუქცია; ბ) ადაპტირებული ილუსტრირებული ზღაპარი; გ)
მულტიმედიური ტექსტები: ვიდეო თამაშები ენობრივი კონსტრუქციებისა და ლექსიკური
ერთეულების ასათვისებლად, ანიმაციური ფილმი, რეკლამა. |
||
ინტერაქცია
შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგ თემატიკას: ოჯახის წევრები, ბუნება/ბუნების მოვლენები, ფერები, ზომა, სხეულის
ნაწილები, ტანსაცმელი, ქალაქი, სოფელი; წელიწადის დროები, ყოველდღიური საქმიანობა, ფერი,
ზომა, ფორმა, რაოდენობა; საკლასო ოთახი;
სასკოლო ნივთები. |
||
აქტივობათა ნიმუშები: Ø
საგნების მოთავსება მასწავლებლის
მიერ ნაკარნახევ ადგილზე; Ø
დამალული საგნის პოვნა მითითებაზე
დაყრდნობით; Ø
მოქმედებათა გამომხატველი
ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით; Ø აღწერილი ნიშან-თვისებების (მაგ.,
გრძელი/მოკლე, სამკუთხა/ოთხკუთხა) მიხედვით შესაბამისი
ილუსტრაციის მითითება/შემოხაზვა; Ø ტექსტის მიხედვით ნახატის შექმნა/გაფერადება/დასრულება; Ø რეკლამის დაკავშირება შესაბამის ობიექტთან; Ø თანაკლასელებთან/
მეწყვილესთან შეჯიბრი; ენის გასატეხის/გათვლის სწრაფად და გამართულად
წარმოთქმაში; Ø სასკოლო
ჩანთის ჩალაგება (ნივთების დასახელება თანმიმდევრობით) და ქმედებათა გასიტყვება:
”ჩანთაში ჩავდე წიგნი, რვეული, ფანქარი...”; Ø მითითებული
ემოციის განსახიერება: ” გაბრაზებული”,
”მხიარული”, ”მოწყენილი...”; Ø ლექსის
ან სიმღერის გამეორება რიტმული მოძრაობებით, ტემპისა და ტემბრის ცვლით და სხვ. |
||
მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა) |
||
მისაღწევი შედეგები |
III
კლასის შეფასების
ინდიკატორები |
|
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების
გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
|
მოსწავლე: Ø ამოიცნობს
ყველა მთავრულ და არამთავრულ ასოს; Ø შიფრავს
და ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ სიტყვებს და ნაცნობი სიტყვებისგან შემდგარ მოკლე
წინადადებებს; Ø იგებს
ზოგად შინაარსს; Ø მოიძიებს
კონკრეტულ ინფორმაციას პრაგმატულ ტექსტებში; Ø ამოიცნობს
ფაქტობრივ ინფორმაციას (რა/ვინ, როგორი, რამდენი). |
|
Iუცხ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს
კალიგრაფიული ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარტივი
ტექსტების შედგენა. |
მოსწავლე: Ø
გამოწერს ანბანის
ყველა მთავრულ და არამთავრულ ასოს; Ø
გამოწერს სიტყვებს,
წინადადებებს; Ø
შეარჩევს სათანადო
ლექსიკას, შესიტყვებებსა და გამოთქმებს; Ø
სათანადოდ სვამს
სასვენ ნიშნებს; Ø
ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისთვის. |
|
Iუცხ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა
შეძლოს წერითი მეტყველების აქტივობის შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად
გამოყენება.
|
მოსწავლე: Ø ამოიცნობს ტექსტის ტიპს სტრუქტურული თავისებურების
მიხედვით. Ø მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ
საკითხავ აქტივობაში დასმული ამოცანის გადაჭრა; Ø ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა
იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ. |
|
რეკომენდაციები |
||
აქტივობები
შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს: ა) ლექსები, ენის გასატეხები; ბ) პრაგმატული ტექსტები: აბრა, სია,
კატალოგი, მისალოცი ბარათი; გ) დიდაქტიზებული ტექსტები: დიალოგი, ამბავი;
აღწერითი ტექსტი (მაგ., ოთახის აღწერა, ოჯახის წევრების აღწერა); დ) მარტივი შემეცნებითი ტექსტი (მაგ., ცხოველის სხეულის
ნაწილებისა და ქცევების აღწერა); ე) ადაპტირებული კომიქსები. |
||
აქტივობათა ნიმუშები: Ø ტექსტში ნაცნობი სიტყვების
მოძიება
წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., პერსონაჟთა სახელები,
სათამაშოების ან ცხოველების აღმნიშვნელი სიტყვები და ა.შ.); Ø ტექსტში მოცემულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით კონკრეტული
ქმედების
შესრულება (ნახატის
დასურათება, შესატყვისი ილუსტრაციის პოცნა, ცხრილის
შევსება, სურათების დანომვრა და მისთ.); Ø
მისალოცი/მოსაწვევი ბარათების მომზადება წარწერებითა და ნახატებით; Ø
სხვადასხვა დანიშნულების სიის შედგენა (მაგ.
გუნდის წევრების, საყიდლების, არდადეგებზე წასაღები ნივთების, კერძის
ინგრედიენტების და სხვ.); Ø
სხვადასხვა თემაზე
(მაგ. „ჩემი ოჯახი“) ნახატებით/ფოტოებით და მათი აღმწერი წარწერებით
გაფორმებული ტექსტის შექმნა. ამ ტექსტში
განვლილი მასალის შესაბამისად შეიძლება სხვადასხვა ასპექტის წამოწევა, მაგ.,
გარეგნობა, პროფესია/საქმიანობა, ჩაცმულობა და სხვ. ამავე ტიპის აქტივობა
შეიძლება გაკეთდეს თემებზე „ჩემი ეზო“, „ჩემი საყვარელი ნივთი“, „ჩემი სახლი“,
„ჩემი ოთახი“, „ჩემი ოთხფეხა მეგობარი“ და სხვ. |
||
მიმართულება 3. ინტერკულტურა |
|
|
მისაღწევი
შედეგები |
III კლასის შეფასების
ინდიკატორები |
|
Iუცხ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ილუსტრაციებსა და ტექსტებში საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების
ამოცნობა, სოციოკულტურული კონტექსტების
ერთმანეთთან შედარება.
|
მოსწავლე: Ø სახელმძღვანელოსა თუ საბავშვო მედია/მულტიმედიურ
ტექსტებში ამოიცნობს კულტურის, სოციო-კულტურის
რეალიებს; Ø შედარებისას
პოულობს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს. |
|
რეკომენდაცები |
|
|
აქტივობები
შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგი ტიპის ტექსტებს: აუდიო–ვიდეო სასწავლო რესურსები, ადაპტირებული
კომიქსები, ანიმაციური ფილმები;
ილსუტრირებული საბავშვო წიგნები. |
|
|
ინტერაქცია
შესაძლებელია დაეფუძნოს შემდეგ თემატიკას:
დედაქალაქი
და მისი რამდენიმე ღირსშესანიშნაობა, ტრადიციული ზღაპრის პერსონაჟები, მათი
სახელები, სკოლის შენობა, სასკოლო საგნები და სხვ. |
|
|
|
|
|
მიმართულება 4.
სწავლის სწავლა |
|
|
მისაღწევი
შედეგები |
შეფასების
ინდიკატორები |
|
Iუცხ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა
შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის
პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა. |
მოსწავლე: Ø
აფასებს სწავლის პროცესს: ავსებს ასაკის შესაბამის შეფასების სქემებს; Ø
ამჩნევს, რაში აქვს წინსვლა და აღწერს/ასახელებს მას; Ø
წინსვლის ამსახველ მასალას ინახავს პორტფოლიოში (მაგ, გამოწერილი
წინადადებები; ორი ნამუშევარი, რომელშიც თვალსაჩინოდ აისახება წინსვლა; ადრეული
და გვიანდელი შეფასების სქემები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები); Ø
აცნობიერებს და ასახელებს სისუსტეებს და
მიუთითებს გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ. როგორ მოიქცეს, რომ აღარ
დარჩეს შინ სასწავლო ნივთები; როგორი ხერხით დაიმახსოვროს ლექსიკური ერთეულები). |
|
Iუცხ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სწავლის ხელშემწყობი
სტრატეგიებისა და სხვადასხვა
ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების,
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.
|
მოსწავლე: Ø ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ლოტოს, მარტივ სქემებს, ილუსტრირებულ
ლექსიკონს, ილუსტრირებულ
ანბანს, ყუთებს ინფორმაციის, მასალის დახარისხებისათვის და სხვა); Ø ეფექტიანად
იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ილუსტრაციებს, ლექსიკონს, სარჩევს, ლოგოებს,
სამოდელო ნიმუშებს); Ø მოიძიებს
ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით. |
|
პირველი
გაკვეთილი
: ( 29.03) მოსწავლეები სწავლობენ სეზონებს ინგლისურ ენაზე და მათ მახასიათებელ ამინდებს
მეორე
გაკვეთილი ( 29.03) მოსწავლეები ასრულებენ ჩანახატებს სეზონების
მიხედვით განსაზღვრულ დროში ( 15 წუთი) , წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით (15 წუთი-
თითოელ მოსწავლეს მაქს:2 წუთი)
მესამე
გაკვეთილი:
( 31.03) მოსწავლეები სწავლობენ თვეებს ანაწილებენ სეზონების მიხედვით - უსმენენ სიმღერას
სეზონებზე
დავალება: ანმტკიცებენ კლასში შესრულებულ
დავალებებში გამოყენებულ მიღებულ ცოდნას ქმნიან საპრეზენტაციო მასალას შემდეგი გაკვეთილისთვის : „ ჩემი საყვარელი სეზონი,რატომ?
და სეზონი რომელიც არ მიყვარს, რატომ?“
მეოთხე
გაკვეთილი/ მეხუთე გაკვეთილი : 05.04
ინდივიდუალურად
წარმოადგენენ შემქნილ პრეზენტაციებს😊
საკვანძო შეკითხვა :
·
როგორ ავღწერ ჩემ საყვარელ სეზონს? ·
რომელ ნასწავლ ლექსიკას გამოვიყენებ მახასიათებლებთან მიმართებაში? ·
როგორ მოვამზადო პრეზენტაცია?
|
კომპლექსური დავალების პირობა : ·
მოამზადე პრეზენტაცია პოსტერის
სახით; ·
აირჩიე შენთვის საყვარელი სეზონი
, აღწერე და ისაუბრე მახასიათებლებზე გაავლე პარალელი სხვა სეზონთან რომელიც არ მოგწონს
|
პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციბი
მოსწავლეებისთვის: დავალების შესრულებისას: ·
დაასახელე სეზონები
და მათი მახასიათებელი ამინდი ·
გამოიყენე ნასწავლი ლექსიკა ·
ორგანიზება
გაუკეთე სამუშაოს , თან იქონიე ფერადი ფანქრები და პორტფოლიო
დავალების დასრულების შემდეგ ისაუბრეთ: ·
ნამუშევრის წარდგენის
შემდეგ
ისაუბრე
რა
სტრატეგიები
გამოიყენეთ/რა
ნაბიჯები
გადადგით
დავალებაზე
მუშაობის
სხვადასხვა
ეტაპზე;
რას
გააკეთებდით
განსხვავებულად
ახლიდან
რომ
იწყებდეთ
კომპლექსურ
დავალებაზე
მუშაობას
.
|
შეფასება- ინდივიდუალური /განმავითარებელი😊
შემდეგი კრიტერიუმებით : აღწერს საყვარელ სეზონს სეზონს რომელიც არ უყვარს. (ინგლისურად) საუბრობს თანმიმდევრულად რა აქტივობები განახორციელა საბოლოო პრეზენტაციის შესრულებისთვის
No comments:
Post a Comment